ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მხარდაჭერას უცხადებს და პლატფორმა X-ზე წერს – „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.
შეგახსენებთ, 21 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა X-ზე გააზიარა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ამაღლობელი წერს:
„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა… იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.