პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home საზოგადოება 25 აპრილს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება, ამასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს

25 აპრილს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება, ამასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს

by admin

25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

„ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის”, – ნათქვამია ინფორმაცია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay