ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home პოლიტიკა ტრამპს შევხვდებით მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება -კალაძე

ტრამპს შევხვდებით მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება -კალაძე

by admin

“ჩვენ ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები გვექნება მას შემდეგ, რაც ის თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი.

კალაძის თქმით, აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად.

“ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 000-დან და ადის 2 მილიონ დოლარამდე. ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია. შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“ – აღნიშნა თბილისის მერმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay