კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე – ორჯერ ჰქონდა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება

მამუკა ხაზარაძე – ორჯერ ჰქონდა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება

by admin

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება –  ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა:

“ორჯერ ჰქონდა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით.  არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი… ეს მოსინჯვა იყო, მისი მეთოდია, რომ ვიღაცას რაღაცა შესთავაზოს, ან ვიღაცა იყიდოს.”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay