კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home პოლიტიკა რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვაზე ორპარტიულ კანონპროექტს წარვადგენთ, მას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს – რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი

რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვაზე ორპარტიულ კანონპროექტს წარვადგენთ, მას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს – რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი

by admin

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი აცხადებს, რომ ახალი, ორპარტიული კანონპროექტი მომზადდება, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვების სრულად აკრძალვას ითვალისწინებს. კონგრესმენის თანაპარტიელი დონ ბეიკონი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ სისუსტედ აღიქმება.

.ფიცპატრიკის განცხადებით, კანონპროექტს „რონალდ რეიგანის კანონი – მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება.

„ჩვენ წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. მას „რონალდ რეიგანის კანონი – მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება. კანონპროექტის კენჭისყრაზე გასატანად გამოვიყენებთ პალატის რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას, რომელიც კომიტეტის გვერდის ავლით, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გატანის საშუალებას იძლევა. კანონპროექტს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს“, – წერს სენატორი.

ბეიკონმა განაცხადა, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერს და ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ სერიოზულ შეცდომად შეაფასა.

„შემიძლია მხოლოდ ჩემი სახელით და, შესაძლოა, ჩემი ახლო რესპუბლიკელი მეგობრების სახელით ვისაუბრო. ჩვენ ამ საკითხში პრეზიდენტს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული შეცდომაა. ეს სისუსტეს ჰგავს – პრეზიდენტი პუტინს უთმობს, რომელიც დიქტატორი და ომის დამნაშავეა.

ჩვენ უკრაინისა და დემოკრატიის მხარეს უნდა ვიდგეთ. უკრაინაში შეიჭრნენ და მის ქალაქებს ბომბავენ. რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის ნებართვით, ჩვენ ფულს ვაძლევთ რუსეთის ეკონომიკასა და მის სამხედრო მანქანას. სულ რაღაც ერთი წლის წინ პრეზიდენტი ევროპელებს აკრიტიკებდა რუსული გაზის შესყიდვის გამო. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, ხოლო პრეზიდენტის პოლიტიკას რუსეთისა და უკრაინის მიმართ წარუმატებლად მივიჩნევ. მე და ძველი სკოლის რესპუბლიკელები, რონალდ რეიგანის მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული ვართ“, – განუცხადა ბეიკონმა უკრაინულ მედიას.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს “უაღრესად წარმატებული” უწოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay