კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home პოლიტიკა კობახიძე აშშ-ს მიერ რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნაზე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ რაციონალური და პრაგმატული, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როცა არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

კობახიძე აშშ-ს მიერ რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნაზე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ რაციონალური და პრაგმატული, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როცა არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

by admin

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა:

“ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ,”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay