შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა – ლაშა გაბიტაშვილი

მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა – ლაშა გაბიტაშვილი

by admin

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ორი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იყო, ადასტურებს, რომ განყოფილებიდან გამოუშვეს.

“მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა.

მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია. კითხვებზე პასუხს მოგვიანებით შევძლებ, როცა საქმე დაიხურება “- ლაშა გაბიტაშვილის წერილს ფეისბუქზე მისი ცოლი აქვეყნებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay