პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home საზოგადოება რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებულ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებულ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

by admin

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა პირების საქმეებს ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ. არც ერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შემწყდარა და არც ადმინისტრაციული სახდელის სხვა სახეობა არ გამოყენებულა გარდა პატიმრობისა.

დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ, ამასთან, მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, მათ შორის, “მონას”.

რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay