ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის – ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია – ირაკლი კობახიძე

გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის – ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია – ირაკლი კობახიძე

by admin

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის – ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა გასული თვეების განმავლობაში, მაშინ, როდესაც მაგალითად გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია. თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay