70
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის დაკავების გამო მედიასაშუალებების ნაწილი წყვეტს მუშაობას.

17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებს ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი.
ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით –
“ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე.
სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს!
ჩვენ გავიფიცეთ!”