პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო ჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

ჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

by admin

პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა:

“პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს”

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-მა სანქციები რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს – “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს დაუწესა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay