შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ონისე ცხადაძე – არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის

ონისე ცხადაძე – არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის

by admin

​​​​​​​პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს, 10 იანვარს, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას, ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

“გლობალური ომის პარტიის” დამფუძნებელი და “დიფ სთეითის” 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”… თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, იმის მიუხედავად, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის. ამ ბრალდებით, რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. ნანახი მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერად კვამლს რომ უშვებს, მაგის სროლა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ, გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატეთ”.

შეგახსენებთ, დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay