შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება რევაზ კიკნაძე – ვის უნდა დავემალო?! ყველას ვეტყოდი, აი, ეს მე ვარ! ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი

რევაზ კიკნაძე – ვის უნდა დავემალო?! ყველას ვეტყოდი, აი, ეს მე ვარ! ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი

by admin

პროევროპული აქციების გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძე თავს უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მან უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა მისი და კიდევ 10 ბრალდებულის საქმე განიხილება – მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მათ პატიმრობაში დატოვებს თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას:

“მიმალვის საფრთხეო! რას უნდა დავემალო?! – მაგასაც ვერ ვხვდები. მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,  შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ!

ჯგუფური ძალადობაო! – ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში, ეს კარგი და პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოზე ვნახე, შეხებაც არ მქონია – 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მქონია. შეზღუდვებს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ. უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, რატომ უნდა ვიხადო? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდი. ასევე სხვა ადგილებში მისვლასთან დაკავშირებით , ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay