პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე, მექნება მაღალი დონის შეხვედრები – სალომე ზურაბიშვილი

მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე, მექნება მაღალი დონის შეხვედრები – სალომე ზურაბიშვილი

by admin

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს:

“გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან.

იცით, პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ასევე, მხარი დაუჭირონ და დაჰპირდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და დავუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე სასურველია, დაგვიბრუნდება ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია. არჩევნების შემდეგ სერიოზული, ახალი ძალისხმევა დაგვჭირდება ჩვენგან, უპირველესად, ასევე პარტნიორების დახმარების კუთხით”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay