ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა 2013 წლის შემდეგ პირველად, ევროკავშირი ახალი ქვეყნის გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს – მარტა კოსი

2013 წლის შემდეგ პირველად, ევროკავშირი ახალი ქვეყნის გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს – მარტა კოსი

by admin

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მიესალმა გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ხელშეკრულებას მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

კოსმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირი იწყებს მუშაობას ახალი წევრი სახელმწიფოს გაწევრიანების ხელშეკრულებაზე.

“ვულოცავ მონტნეგროს და პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩს! თქვენი მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში რეალურ ფორმას იღებს,” — განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მონტენეგროს პროგრესის მკაფიო აღიარებას და ძლიერ სიგნალს რეფორმების გაგრძელებისთვის.

მონტენეგრო, ალბანეთთან ერთად, მიიჩნევა ერთ-ერთ ფავორიტად დასავლეთ ბალკანეთიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ბლოკის წევრი ბოლოს,  2013 წელს ხორვატია გახდა.

როგორც ცნოილია, პოდგორიცამ უკვე დახურა მოლაპარაკებების 35-დან 14 ე.წ. „კლასტერი“ — თემატური მიმართულებები, რომლებიც მოიცავს საგადასახადო, ეკოლოგიურ და სხვა პოლიტიკებს. ეს ზრდის შანსს, რომ ქვეყანა უახლოეს წლებში გახდეს ევროკავშირის წევრი.

22 აპრილს მონტენეგრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წევრობისკენ — ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ დაიწყონ გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება.

მონტენეგრო მიზნად ისახავს გახდეს ევროკავშირის 28-ე წევრი 2028 წლისთვის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay