პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილი – მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა, აქ არის პრეზიდენტის ფუნქციის გაგრძელება

სალომე ზურაბიშვილი – მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა, აქ არის პრეზიდენტის ფუნქციის გაგრძელება

by admin

მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

“ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay