შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო უკრაინაში დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი ინაუგურაციამდე გადადო

უკრაინაში დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი ინაუგურაციამდე გადადო

by admin

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაგეგმილი მოგზაურობა ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიტ კელოგი, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უნდა გახდეს, კიევში ჩასვლას უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა. კელოგი უკრაინაში ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გაემგზავრება, თუმცა თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზეზით გადადო კიტ კელოგმა ვიზიტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay