შაბათი, აპრილი 25, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის კონგრესი დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს, სხდომას კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს

აშშ-ის კონგრესი დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს, სხდომას კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს

by admin

აშშ-ის კონგრესი დღეს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ოფიციალურად დამოწმების მიზნით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის ხმებს დაითვლის. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.

“ოთხი წლის შემდეგ, როცა თანამდებობას ვტოვებ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა პატივი ვცე ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და აღვადგინო ტრადიციები, რომლებსაც აშშ-ში დიდი ხანია პატივს ვცემთ. არჩევნების დამოწმება მშვიდობიანად მოხდება“, – დაწერა ჯო ბაიდენმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში  დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო კამალა ჰარისმა 226 ხმა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay