პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერს დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერს დაავალა

by admin

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერს დაავალა.

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი თავისუფლების პარტიის ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დღეს შეხვდა, მას შემდეგ რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ავსტრიის კონსერვატიულ სახალხო პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა.

“ბატონი კიკლი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია გამოსავალი იპოვოს”, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასულ წელს გამართულ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია პირველ ადგილზე, ხოლო სახალხო პარტია მეორე ადგილზე გავიდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay