პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს

by admin

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს, რომელიც ლიბერალური პარტიის შიგნით მზარდ წინააღმდეგობას წააწყდა. პარტიაში მოელიან, რომ ჯასტინ ტრუდო კანადელ ლიბერალთა ლიდერის თანამდებობიდან გადადგომაზე ოთხშაბათს განაცხადებს ეროვნული კონგრესის წინაშე. წყაროების ვარაუდით, შესაბამისი განცხადება უახლოეს 24 საათში შეიძლება გაკეთდეს. თავად ტრუდოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, აღნიშნავს “როიტერსი”.

ასევე გაურკვეველია, გადადგება თუ დარჩება იგი პრემიერ-მინისტრად, ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე. ჯასტინ ტრუდოს პოპულარობა ბოლო თვეების განმავლობაში შესუსტდა, მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სერიით. მან პირობა დადო, რომ დარჩება პოსტზე, რათა მომდევნო სარჩევნო ბრძოლაში წინ წაუძღვეს ლიბერალთა ბანაკს, თუმცა აღმოჩნდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდგომი ზეწოლის წინაშე. ტრამპი კანადურ საქონელზე 25-პროცენტიანი გადასახადების დაწესებით იმუქრება.

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წელს გახდა და ამ პოსტზე მესამე ვადით იმყოფება. ქვეყანაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay