კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა შსს – საქართველოდან ვაძევებთ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

შსს – საქართველოდან ვაძევებთ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

by admin

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.

შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის ბოლო ორ თვეში საქართველოდან 91 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გააძევა. გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.

შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay