75
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება”, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, ტემი ბრიუსი, 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია