შაბათი, აპრილი 25, 2026
Home პოლიტიკა ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზურაბიშვილისთვის დაცვის მოხსნას ითვალისწინებს

ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზურაბიშვილისთვის დაცვის მოხსნას ითვალისწინებს

by admin

ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზურაბიშვილისთვის დაცვის მოხსნას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში პირადი დაცვა აღარ ეყოლება.

13 დეკემბერს ქართული ოცნების ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო.

“საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად” – წერია სახეცვლილ კანონში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay