შაბათი, აპრილი 25, 2026
Home განათლება ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ ილიაუნის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ ილიაუნის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

by admin

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

ილიაუნის კანცლერის, ქეთევან დარახველიძის თქმით, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც აქამდე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.

“ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.

დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!” – წერს დარახველიძე სოციალურ ქსელში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay