კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო პუტინმა ალიევს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა

პუტინმა ალიევს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა

by admin

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა.

აღნიშნულ ინფორმაციაში წერია, რომ პუტინმა ალიევთან სატელეფონო საუბარში რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი “ტრაგიკული ინციდენტის” გამო ბოდიში მოიხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას “უკრაინული დრონებისა შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის დროს ცდილობდა”.

“თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული დრონები ესხმოდნენ თავს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმებს იგერიებდნენ”, –  ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში “აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay