სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

by admin

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის თხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელმაც შტაინმაიერს ბუნდესტაგის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა.

ამასთან, შტაინმაიერმა ვადამდელი არჩევნების თარიღად 2025 წლის 23 თებერვალი დაასახელა.

გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილური და ქმედუნარიანი მთავრობა ჭირდება. ამავდროულად, მან პარტიების წინასაარჩევნოდ ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა.

16 დეკემბერს ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რასაც მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay