79
უკრაინამ, მარცვლეულისა და ზეთის თესლის მსოფლიო მწარმოებელმა და ექსპორტიორმა, სირიას სურსათით დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა, განაცხადა 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“500 ტონა ხორბლის ფქვილი უკვე მიემგზავრება სირიაში, უკრაინის ჰუმანიტარული ინიციატივის “მარცვლეული უკრაინიდან” ფარგლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით. ხორბლის ფქვილის დარიგება იგეგმება 33 250 ოჯახზე ან 167 000 ადამიანზე უახლოეს კვირებში, თითო შეფუთვა იწონის 15 კილოგრამს და შეუძლია ხუთსულიანი ოჯახის გამოკვება ერთი თვის განმავლობაში” – წერს ზელენსკი X-ზე.
შეგახსენებთ, ბაშარ ასადის გადაყენების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობების აღდგენა სურს