ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა კონგრესმენ უილსონის განცხადებებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი – კობახიძე

კონგრესმენ უილსონის განცხადებებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი – კობახიძე

by admin

ირაკლი კობახიძე ეხმაურება შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებებს და ამბობს, რომ კონგრესმენ უილსონის განცხადებებს დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა:

“ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნებია ხოლმე. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. რაც მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. უპირველესად, საზოგადოებამ ისწავლა რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან. ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ.

მიზანი ესაა – იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის – როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში”.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:

“თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”.

“რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“

მან ამ პოსტს თან დაურთო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay