87
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის მიერ მასირებულ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პენტაგონს ოფიციალური კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ განკარგულება მისცა:
“შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის მისამართით რაკეტები და დრონები გამოიყენა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო ზამთრის პერიოდში უკრაინელი ხალხისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის შეწყვეტა, ასევე შეექმნათ ენერგეტიკული ქსელის უსაფრთხოების საფრთხე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, სანამ რუსეთი არ დამარცხდება”