ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო ტელევიზია მოეწყობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო ტელევიზია მოეწყობა

by admin

დღეიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო ტელევიზია მოეწყობა, რომლის ეთერი სრულად დაეთმობათ მოქალაქეებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები ტელევიზიის ხელმძღვანელი პირების გადადგომასა და საეთერო დროს ითხოვენ, რომელიც ხალხს დაეთმობა. მათ სამ პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც წარმოადგინეს, თუმცა, მაუწყებლის ხელმძღვანელობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. პროტესტის მონაწილეები მაუწყებლის მმართველებს ახსენებენ, რომ ამ ტელეკომპანიას ხალხი აფინანსებს, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა და არ გაატარონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay