რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური მომართვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები გულისხმობს ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს, გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის წილ ნაბიჯს გადმოდგამს დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ.”
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2024 წლის ნოემბრიდან შეიზღუდა. ოკუპირებული ტერიტორია ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურჰესიდან, რომლის წარმოების მოცულობა ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო ამ პერიოდში უკიდურესადაა შემცირებული, ელექტროენერგიის კრიზისს აღრმავებს კრიპტოვალუტის მაინინგიც