ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home მსოფლიო Reuters – სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა

Reuters – სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა

by admin

სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში “კომენდანტის საათი” დააწესა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay