ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home საზოგადოება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

by admin

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა.

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

იუსტიციის მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დღეს მიმართა რეკომენდაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay