ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home საზოგადოება პრეზიდენტმა ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ძმები წულუკიძეები შეიწყალა

პრეზიდენტმა ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ძმები წულუკიძეები შეიწყალა

by admin

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშცილმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, წულუკიძეებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ, მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ცხრა პირი შეიწყალა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay