ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home მსოფლიო ზელენსკი – კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო

ზელენსკი – კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო

by admin

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი 3000-ს აჭარბებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, 23 დეკემბერს, საღამოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო.

პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დასახმარებლად დამატებითი სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის გაგზავნის რისკი, რასაც უკრაინა შესაბამის პასუხს გასცემს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay