კვირა, ნოემბერი 1, 2026
Home საზოგადოება ვაკეში, ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

ვაკეში, ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

by admin

გუშინ, 21 დეკემებრს, თბი­ლის­ში ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც გად­მო­ინ­გრა კე­დე­ლი, რა­საც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ემსხვერ­პლა.

“გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი თბილისში, ჭავჭაბაძის გამზირზე გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა.  კორპუსის ბოლო სართულზე გაჩენილ ცეცხლი ფართო მასშტაბზე გავრცელდა. კორპუსში საცოხვრებელ სახლებთან ერთადც კომერციული ობიექტებია განთავსებული. მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay