1
31 ოქტომბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში მდებარე „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. თავდასხმის შემდეგ საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით იუწყება.
იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა. ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია