კვირა, ნოემბერი 1, 2026
Home მსოფლიო არ გამოვრიცხავ, რომ ,”დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული – მარკო რუბიო

არ გამოვრიცხავ, რომ ,”დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული – მარკო რუბიო

by admin

არ გამოვრიცხავ, რომ ,,დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14-15 დეკემბერს მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე, სადაც უკვე მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

,,ეს პრეზიდენტის [ტრამპის] გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს,” – განაცხადა რუბიომ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay