შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
Home მსოფლიო ოკუპირებული ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ოკუპირებული ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

by admin

ხერსონის ოლქის, ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა ოთხი თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ცნობით, ოქალაქეების ევაკუაციაში ჩართული ოთხი თვითმფრინავიდან ბოლო ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა. მოსალოდნელია, რომ ევაკუირებული მოქალაქეები უკრაინაში რამდენიმე საათში ჩავლენ.

„მეოთხე და ბოლო თვითმფრინავი ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა.

უკვე რამდენიმე საათში ოლეშკიდან ევაკუირებული უკრაინის ყველა მოქალაქე, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე იქნება“, – წერს არახამია.

მანამდე ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამი თვითმფრინავი, რომლითაც ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლები ბელარუსში გადაიყვანეს, გომელის აეროპორტში დაეშვა.

ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ.

ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay