პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი – ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია – გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

მაკა ბოჭორიშვილი – ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია – გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

by admin

ეუთოს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში მკაფიო დასტურია იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია – დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის ცნობით, შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს.

“უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შვეიცარია თავის მხრივ, ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. მრავალი წელია შვეიცარია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, შვეიცარია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს. იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში და საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა.

შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay