ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა – არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ.
“ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, ამ შეხვედრების შემდეგ, საზოგადოებას წარვუდგენ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს