პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო ნიდერლანდები ევროკავშირს მიმართავს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეაჩეროს

ნიდერლანდები ევროკავშირს მიმართავს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეაჩეროს

by admin

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მინისტრი წერს, რომ მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და პოლიტიკოსების დაკავებების გამო, ნიდერლანდები ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ მოუწოდებს:

“საქართველოში მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დააწესეს ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები. ” წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay