ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home მსოფლიო პუტინი – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება დაევალა

პუტინი – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება დაევალა

by admin

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა უკრაინაში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების მომზადება და განხორციელება.

“რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასობრივი დარტყმების მომზადება და განხორციელება. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ და პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს რუსეთში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს და გუშინ ღამით რუსეთში დიდი რაოდენობით დრონები ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდნენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay