ოთხშაბათი, სექტემბერი 2, 2026
Home საზოგადოება გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს – რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს – რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

გვსურს ყველა გავაფრთხილოთ, ვინც რუსული აეროპორტებით სარგებლობს – რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საფრთხე არ არის, უბრალოდ ცაში დრონები იქნება და ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს.

“დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება.

უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი – არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას უდანაშაულო ხალხის სიკვდილი არ სურს, ამიტომ პარტნიორებს რუსეთის ცაში არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას აწვდიან საფრთხეებზე რუსულ საჰაერო სივრცეში. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არაა”,-განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay