უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:
“ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომლითაც ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ახლა საქართველოს პუტინს აბარებს. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ. უბრალოდ სამარცხვინოა, რას აკეთებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა”
უკრაინის მიერ სანქცირებულები არიან:
- ბიძინა ივანიშვილი,
- გრიგოლ ლილუაშვილი,
- კახა კალაძე,
- მიხაილ ჩინჩალაძე,
- მამუკა მდინარაძე,
- ვახტანგ გომელაური,
- ოთარ ფარცხალაძე,
- ირაკლი რუხაძე,
- ლევან მურუსიძე,
- ვიქტორ ჯაფარიძე
- დიმიტრი სამხარაძე,
- გიორგი ხაინდრავა,
- ირაკლი კობახიძე,
- გიორგი კობახიძე,
- ზვიად შალამბერიძე,
- შალვა თადუმაძე,
- თეა წულუკიანი,
- ირაკლი ქარსელაძე,
- კახა ბექაური