ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home მსოფლიო შავ ზღვაში ნავთობტანკერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში ნავთობტანკერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

by admin

ნოვოროსიისკის მახლობლად, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალთან, ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ნავთობტანკერ Nordic Zenith-ს შეუტია და დააზიანა.

ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, ტანკერი კომპანია ExxonMobil-ს ჰქონდა დაქირავებული.

შეჯახების შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით მისი ლიკვიდაცია მოხერხდა. მეზობელმა გემებმა ეკიპაჟის 13 წევრის ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო კიდევ 9 ადამიანი ბორტზე დარჩა.

ინციდენტის შემდეგ Nordic Zenith-ი ტვირთის ჩატვირთვის გრაფიკიდან ამოიღეს. კასპიის მილსადენის კონსორციუმის  განცხადებით, გემი ამჟამად ნავთობის ჩატვირთვის ოპერაციებისთვის უვარგისია.

კასპიის მილსადენის კონსორციუმს ყაზახეთის საბადოებიდან მოპოვებულ ნავთობს ნოვოროსიისკთან მდებარე შავი ზღვის ტერმინალამდე გადააქვს, საიდანაც ის ტანკერებით მსოფლიო ბაზრებზე იგზავნება. ამ სისტემის გავლით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% ხორციელდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay