სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეშვიდე ტალღა განახორციელა – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეშვიდე ტალღა განახორციელა – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

by admin

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს.

ამის შესახებ CENTCOM-მა X-ზე დაწერა.

უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს სადამკვირვებლო ობიექტებზე, სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საცავებსა და საზღვაო ობიექტებზე.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დარტყმები განახორციელეს სადამკვირვებლო ობიექტებზე, სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საცავებსა და საზღვაო ობიექტებზე. ამერიკელმა სამხედროებმა გამოიყენეს გამანადგურებლები, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო ხომალდები და სხვა საშუალებები“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay