ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი – მახსოვს, როცა პირველად გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა, გვეწარმოებინა წელიწადში მილიონი დრონი, ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო – ახლა ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, 10-ს და იქნება 20!

ვოლოდიმირ ზელენსკი – მახსოვს, როცა პირველად გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა, გვეწარმოებინა წელიწადში მილიონი დრონი, ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო – ახლა ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, 10-ს და იქნება 20!

by admin

ამჟამად უკრაინა წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და ამ მაჩვენებლის გაორმაგებას გეგმავს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, როცა წელიწადში მილიონი დრონის წარმოების გეგმა გამოაცხადა, ამ განცხადებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი არსებობდა.

„მახსოვს, პირველად საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: წელიწადში 1 მილიონი დრონი. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ამას პარტნიორებთან ერთად მიაღწევს.

ცნობისთვის, ივნისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრა და პარტნიორებს ძირითადი სამხედრო პროგრამებისთვის დაფინანსებისა და მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay