აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას დათაბხმდეს და მიაჩნია, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპი დაეთანხმა წამყვანის მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დასრულდეს. მისი თქმით, პუტინს მუდმივად ერთსა და იმავეს ეუბნება.
„მას ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვეუბნები: „ვლადიმირ, დროა გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს,“ – თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს, ტრამპმა უპასუხა – „უახლოეს მომავალში“.
„ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა