პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home პოლიტიკა ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – როცა საქართველო უზრუნველყოფს 7 ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ – კობახიძე

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – როცა საქართველო უზრუნველყოფს 7 ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ – კობახიძე

by admin

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ! – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს ქართველი ხალხისგან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს. როდესაც ასეთ დროს ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან ხელოვნურად განაცალკეონ, ეს ის მიდგომაა, რასაც მანამდე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვიცნობდით, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ არ ცნობს, ახლა ვხედავთ, რომ ქალბატონო კაია კალასი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც ევროპული ბიუროკრატიისთვის ღიმილის მომგვრელი და ძალიან ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay